პარლამენტის შენობასთან ექსპერტები მუშაობენ, რომლებიც საპროტესტო აქციის დროს დაზიანებული ადგილების შესწავლა-შეფასებას აკეთებენ.
ამასთან, სპეციალისტები აქციის დროს ჩამსხვრეულ ფანჯრებს სვამენ და ამონტაჟებენ რკინის გისოსებს.
ადგილზე ამ დროისთვის სიმშვიდეა. რუსთაველის გამზირზე კვლავ რჩება პოლიცია, თუმცა, აქციის მონაწილეები უკვე აღარ შეინიშნებიან.
გუშინ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციისას ისევ 66 პირი დააკავეს, რომელთაც საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან.