ლაგოდეხში ვახტანგ (ვატა) შიხაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი მეცხრამეტე ტურნირი გაიმართა

ლაგოდეხში, ევროპისა და მსოფლიო პრიზიორის ვახტანგ (ვატა) შიხაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი, მკლავჭიდში, რიგით მეცხრამეტე ტურნირი გაიმართა.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით. შეჯიბრება 6 წონით კატეგორიაში ჩატარდა და მასში ადგილობრივ მკლავჭიდელებთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის, ასზე მეტმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.

საპრიზო ადგილებზე გასული სპორტსმენები მუნიციპალიტეტის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ კახა ჯამბურიამ მედლებით და საჩუქრებით დააჯილდოვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები