ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ბადრი ესებუას პროცესი მიმდინარეობს
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში „საქართველოს ბანკის“ ფილიალის ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
სხდომას ბრალდებულიც ესწრება.
დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს იკვლევენ. სახელმწიფო ბრალდებას სასამართლოში დაზარალებულები ჰყავს წარმოდგენილი და მათი დაკითხვა მიმდინარეობს.
ცნობისთვის, ბადრი ესებუა, 2-წლიანი ძებნის შემდეგ, 8 თებერვალს პოლიციამ ჯიხაშკარში დააკავა.