“ამბობს, რომ მამაოს ხმით ხმები ჩაესმოდა და გრძნობდა, რომ “რაღაცა საფრთხე ემუქრებოდა” – სასულიერო პირის დაჭრის ფაქტზე დაკავებულის ადვოკატი

გიორგი ბედიაშვილის საქმეზე, რომელმაც სასულიერო პირი ტაძრის ეზოში დაჭრა, სასამართლო დღეს იმსჯელებს. ბრალდებულს მამა ცოტნე თვარაძის განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავებიან. დაკავებული ბრალს აღიარებს. დანაშაულის მოტივი უცნობია. უფლებადამცველის ინფორმაციით, დაკავებულს ფსიქიკური პრობლემები აქვს

“არ უარყოფს დანაშაულს, მაგრამ მოტივს ვერ ხსნის, რატომ ჩაიდინა. ჩემთვის ცნობილია და მისი ოჯახის წევრებიც ადასტურებენ, რომ მას ფსიქიკური პრობლემები აქვს და მკურნალობასაც გადიოდა. დაცვის მხარე მოვითხოვთ, რომ ნებაყოფლობითი მკურნალობის საშუალება მიეცეს და გირაოს პირობებში, თუ შესაძლებელი იქნება, რომ დარჩეს.

მამაოსთან, როგორც ამბობს, ნორმალური დამოკიდებულება ჰქონდა, მაგრამ შემდეგ, ამბობს, რომ მამაოს ხმით ხმები ჩაესმოდა და გრძნობდა, რომ “რაღაცა საფრთხე ემუქრებოდა”, – ამბობს ადვოკატი დალი ბარბაქაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები