იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც “ხალხის ძალის” ინიცირებული კანონპროექტების განხილვა მიმდინარეობს, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა მანდატურის სამსახურს ადგილიდან შეძახილების გამო, რამდენიმე დეპუტატის დარბაზიდან გაყვანის შესახებ მოუწოდა.აღნიშნული გიორგი ვაშაძემ კომიტეტის თავმჯდომარესთან გააპროტესტა. ლევან ხაბეიშვილი კი, ანრი ოხანაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდა.
ამ დროისთვის კომიტეტის სხდომაზე შესვენებაა გამოცხადებული.