ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა მრავალშვილიან დედებს და სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებულ ქალბატონებს დედისა და ქალთა დღე მიულოცა
ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, მრავალშვილიან დედებს და სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებულ ქალბატონებს შეხვდა და დედისა და ქალთა დღე მიულოცა.
მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, შეხვედრას, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ფრიდონ ფუტკარაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.