მარტვილის მერმა ომში დაღუპული ჯარისკაცის დედებს დედის დღე მიულოცა
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა, თორნიკე ჯანაშიამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა დარჯანიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, 9 აპრილს, 8 აგვისტოს და ავღანეთის ომში დაღუპულთა დედებს დედის დღე მიულოცა და საჩუქრები გადასცა.
,,ძვირფასო ქალბატონებო, გილოცავთ დედის დღეს. გულწრფელ პატივისცემას გამოვხატავ თქვენ მიმართ, ვინაიდან თქვენ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების დედები ხარ, სამშობლოს გმირები აღუზარდეთ და თქვენი წვლილი დიდია ჩვენი ქვეყნის წინაშე”, – აღნიშნა თორნიკე ჯანაშიამ.