სამტრედიაში ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებთან ამანათები მიიტანეს
3 მარტს, დედის დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, სამტრედიაში მცხოვრებ აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში ნობათი მიიტანეს.
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ, უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, ვახტანგ ყოლბაიამ, მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ამანათები პირადად გადასცეს და სხვადასხვა საკითხებზე თითოეულ დევნილთან პირადად ისაუბრეს.
როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელმა იმერეთში ნათია კოპალიანმა აღნიშნა, “ეს არის აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ინიციატივა და დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში მიაქვთ ხოლმე პერიოდულად ამანათები. ამ ეტაპზე სამტრედიის მუნიციპალიტეტში ვიმყოფებით. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ მუნიციპალიტეტის მერთან, დავით ბახტაძესთან, მისი თავდადება თითოეული საკითხის მოგვარებისას მისაბაძია.”
აფხაზეთის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებთან ერთად ვიმყოფებით დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში, გავესაუბრეთ ადგილობრივებს. ვიმსჯელეთ ერთობლივად ამ ადამიანების პრობლემებზე და სამომავლო ნაბიჯები დავგეგმეთ. ვფიქრობ, რომ ახლო მომავალში მათი ყველა პრობლემა გადაჭრილი იქნება, ვგულისხმობ აგრეთვე მათ გრძელვადიან განსახლების პროგრამით უზრუნველყოფაზე”, – თქვა სამტრედიის მერმა დავით ბახტაძემ.