კატასტროფული ჰიპერინფლაციის შემთხვევები, რომლებიც ისტორიას დარჩება
ხალხი ამბობს, რომ ფული უბრალოდ ქაღალდია, მაგრამ ამ გამოთქმის გამოყენებისას ჩვენ ვერც კი ვხვდებით, რამდენად ახლოს ვართ რეალობასთან. გაეცანით ელვისებური ინფლაციის რამდენიმე შემთხვევას, რაც სხვადასხვა დროს სხვადასხვა ქვეყანაში მოხდა და დარწმუნებით, რომ ფული შესაძლოა იმაზე იაფი ღირდეს, ვიდრე ნედლეული, რისგანაც ის არის დამზადებული.
- ჰიპერინფლაციის ყველაზე ცუდი შემთხვევა დაფიქსირდა საბერძნეთში 1944 წლის ოქტომბერში. ქვეყანაში ყველაფრის ფასი ყოველ 4 დღეში ერთხელ 2-ჯერ იმატებდა, ხოლო ინფლაციის მაჩვენებელი შეადგენდა 13 800% თვეში. ეკონომიკური პრობლემები ნაცისტების ოკუპაციამ განაპირობა, რაც 1,5 წელი გრძელდებოდა. თუკი 1938 წელს ბერძნები დრახმას 40 დღე ინახავდნენ და მხოლოდ მერე იწყებდნენ ხარჯვას, 1944 წლის შემოდგომაზე ფული მხოლოდ 4 საათს ინახებოდა. თუკი 1943 წელს ყველაზე დიდი კუპიურა ბრუნვაში 25 000 დრახმა იყო, 1944 წელს ეს 100 000 000 000 000 დრახმა გახდა
- პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ჰიპერინფლაციამ წარმოუდგენელი ძალით მოიცვა გერმანია – ომისგან გაღატაკებული, დიდი ვალებით და ვალდებულებებით. ხელისუფლებამ დაიწყო მარკების მასობრივი ბეჭდვა, რათა ისინი მყარ ვალუტაზე გაეცვალათ და საგარეო ვალები გაესტუმრებინათ, რამაც ფულის გაუფასურება გამოიწვია. ყოველ მესამე დღეს ფასი 2-ჯერ იზრდებოდა, ხოლო 1923 წლის ოქტომბერში ინფლაციამ 29 500%-ს მიაღწია.
- 1992 წელს სოციალისტური იუგოსლავიის დაშლის შემდეგ მხოლოდ სერბეთი და ჩერნოგორია (მონტენეგრო) დარჩა. ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისის ფონზე ხელისუფლებამ არაფრით გამყარებული ვალუტის ბეჭდვა დაიწყო. 1994 წლის პირველ თვეში ჰიპერინფლაცია, რომელსაც მხარს უჭერდა გაეროს სანქციები და წარმოუდგენელი კორუფცია, 313 მილიონ პროცენტს შეადგენდა. მაღაზია იმ მცირე პროდუქტზეც, რომელიც შეეძლოთ საზოგადოებისთვის შეეთავაზებინათ, ფასებს ყოველ 34 საათში ერთხელ აორმაგებდნენ.