გურამ მაჭარაშვილი – ევროკომისია მოგვიწოდებს გავაუქმოთ გამჭვირვალობის კანონი, რომელსაც ახლა ევროპაში თავად იღებენ

„ევროკომისია მოგვიწოდებს გავაუქმოთ გამჭვირვალობის კანონი, რომელსაც ახლა ევროპაში თავად იღებენ,“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირში რომ პრობლემები არსებობს, ეს ევროპულმა სახელმწიფოებმაც აღიარეს.

„ევროკავშირში რომ პრობლემები არსებობს, ეს ევროპულმა სახელმწიფოებმაც აღიარეს, მათ შორის იყო უნგრეთი, სლოვაკეთი. პირდაპირ წერენ, რომ საქართველოში ლგბტ პროპაგანდა უნდა არსებობდეს და ამ მიმართულებით არასრულწლოვანების დაცვა არ უნდა იყოს? ევროკომისია მოგვიწოდებს, გავაუქმოთ ის კანონები, რაც მოზარდებს იცავს და ეს არ მოხდება. ამავე დროს, მოგვიწოდებენ, რომ გავაუქმოთ გამჭვირვალობის ის კანონი, რომელსაც ახლა ევროპაში თავად იღებენ. სამწუხაროდ, რასაც ვხედავთ, ახალი არ არის, მაგრამ საქართველოში ისევ დავიცავთ ეროვნულ ინტერესებს და ტრადიციებს.

სამწუხაროდ, ჩიხური მდგომარეობა თავად ჰერჩინსკის აქვს, რადგან ვერ გამოვიდა იმ ნარატივიდან, საქართველოში უნდა იყოს ლგბტ პროპაგანდა, ომი და თურმე, ამის შემდეგ საქართველოს ევროკავშირში შეიყვანენ. ამის მაგალითები მოჰყავთ. როგორც უკრაინა არის დაწინაურებული, ისე უნდა იყოს საქართველო. ჰერჩინსკის ქვეყანას, პოლონეთს არ ვუსურვებ იმას, რაც უკრაინას თავს დაატყდა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი პოლონელი ჩვენ ომს გვისურვებს. „დიფ სთეითის“ და გლობალური ომის პარტიის მიზნები ძალიან გაცვდა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები