ბადრი ესებუა: თხოვნა მაქვს, მოწმე დადებითი ემოციებით არის, პროკურორები რაღაცნაირად ცდილობენ, რომ დაამძიმონ ადამიანი და თხოვნა მექნება, გაუფრთხილდით ემოციებს

„საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალის ყაჩაღობაში ბრალდებულმა ბადრი ესებუამ სასამართლო პროცესზე, სადაც „საქართველოს ბანკის“ თანამშრომლები დაიკითხნენ, პროკურორებს თხოვნით მიმართა.

„ერთი თხოვნა მაქვს, მოწმე დადებითი ემოციებით არის და პროკურორები რაღაცნაირად ცდილობენ, რომ დაამძიმონ ადამიანი და თხოვნა მექნება, გაუფრთხილდით ემოციებს“, – აღნიშნა ესებუამ პროცესზე.

ცნობისთვის, ბადრი ესებუა, 2-წლიანი ძებნის შემდეგ, 8 თებერვალს პოლიციამ ჯიხაშკარში დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები