მოსკოვის ცენტრში, 16-სართულიანი სასტუმროს მეხუთე სართულზე გვიან ღამით გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა, მათ შორის ორი ბავშვია.
ამის შესახებ მედიას საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს.
მომხდარის შედეგად ასევე 11 მოქალაქეა დაშავებული.
გამოძიება „უსაფრთხოების მოთხოვნების შეუსაბამო სერვისების მიწოდების“ მუხლით აღიძრა.