ხალხს სიცოხლე უნდა, რუსეთი ამის წართმევას ვერასდროს მოახერხებს – ომის იარებით გაკაჟებული კიეველები

ერთხელ, დილით, თებერვლის შუა რიცხვებში რაკეტებმა კიევის თავზე გადაიფრინეს. უფროსკლასელები მეტროსადგურზე ისხდნენ და ბლოკნოტებში რაღაცას იწერდნენ. ისინი თავისი მასწავლებლის, ელენას დავალებას ასრულებდნენ.

იმისთვის, რომ გაკვეთილი არ ჩაშლილიყო რუსეთის მორიგი შეტევის გამო, მასწავლებელმა თავისი კლასი მიწის ქვეშ ჩაიყვანა, როდესაც სირენების ხმა კლავ გაისმა.

„ჩვენ ვასწავლით მათემატიკას, ბიოლოგიას, ქიმიას – ყველაფერს ჩვეულებრივი გრაფიკით“, – ამბობს ელენა.

სიმშვიდისა და გაწონასწორებულობის ეს და სხვა ნიშნები – შევსებული ბარები, მიუხედავად საჰაერო თავდასხმისა, სულ უფრო ჩვეულებრივი რამ ხდება უკრაინის დედაქალაქში.

რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან თითქმის ერთი წელი გავიდა და ამან მთელი ცხოვრება შეცვალა, მაგრამ ამავდროულად, მთელი ერთი გააერთიანა.

გასული წლის 24 თებერვლის შტურმის შემდეგ მოსახლეობის ნაწილი კიევისა, რომლის სიმჭიდროვეც დაახლოებით 3 მილიონ ადამიანს შეადგენს, მიწისქვეშა თავშესაფარში დაიმალა, სანამ უკრაინის ჯარი რუსეთის იერიშს იგერიებდა ხმელეთსა თუ ზღვაში.

პირველი დღეები ყველაზე რთული იყო, ყველა ღელავდა. ათობით ათასი ადამიანი გარბოდა, გადატვირთული იყო ავტომაგისტრალები და ხალხის ვეღარ ეტეოდა რკინიგზის სადგურებში.

უკრაინამ აიძულა რუსებს, რომ უკან დაეხიათ, მაგრამ ქალაქი კვლავაც იერიშის ქვეშ იმყოფება გასული შემოდგომიდან, როდესაც რაკეტების ცვენა კვლავ დაიწყო ინფრასტრუქტურასა და სხვა სამოქალაქო ობიექტებზე, რაც, კიეველების თქმით, კრემლის კამპანიის ნაწილია, რომელიც მიმართულია უკრაინელების გასატეხად.

ხალხს სიცოცხლე უნდა

ნორმალურობის წყურვილი ასევე დამახასიათებელია კიევის ღამის ცხოვრებისთვის, სადაც ხალხი ურთიერთობებს ამყარებს თავდასხმის რისკის ქვეშ და კომენდანტის საათის მიუხედავად, რომელიც 23:00-ზე იწყება, რათა ისიამოვნონ კოქტეილებით და კონცერტებით.

„ადამიანებს სიცოცხლე უნდათ, უნდათ გაღიმება, უნდათ, რომ იყვნენ ბედნიერები. რუსეთი ამის წართმევას ვერასდროს მოახერხებს“, – ამბობს ერთ-ერთი ბარის მფლობელი.

ღონისძიებები ასევე მორგებულია დროზე, გადასახდელი თანხა ჩანაცვლებულია ქველმოქმედებით ჯარისკაცებისთვის, ხოლო სპექტაკლები და გამოფენები ხშირად დაკავშირებულია ომთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები