მადრიდში 25-კაციანი ქართული კრიმინალური დაჯგუფება დააკავეს

ესპანეთში 25-კაციანი ქართული კრიმინალური ჯგუფი დააკავეს, რომლებიც სახლების ძარცვით და ძალადობით იყვნენ დაკავებული.

ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

დაკავებულებს ბრალად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სულ მცირე 14 სახლის ძარცვა ედებათ, თუმცა კრიმინალების აყვანა მადრიდში მოხდა.

გამოძიება 2022 წელს მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ მიიღო ინფორმაცია მადრიდში სახლების ძარცვის შესახებ.

ოპერაციებს 2-დან 5 ადამიანამდე ჯგუფი ასრულებდა, რომელსაც პასუხისმგებელი პირი ჰყავდა.

სპეცოპერაციისას პოლიციამ ჩხრეკა 7 სახლში ჩაატარა, საიდანაც ამოღებულია 32 ელიტური საათი; 259 სამკაული – კულონი, სამაჯურები, ბეჭდები, საყურეები და ძვირფასი ქვები; 79 ელექტრონული მოწყობილობა – მობილური ტელეფონები, პლანშეტები, ლეპტოპები და მეხსიერების ბარათები; ასევე ნაპოვნია ტექნიკა, ძვირადღირებული ტანსაცმელი და აქსესუარები, ასევე მუსიკალური ინსტრუმენტები.

გამოძიება გრძელდება და არ არის გამორიცხული კრიმინალური სტრუქტურის სხვა წევრების დაკავება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები