თურქეთის პროვინცია ადიამანში, მიწისძვრიდან 207 საათის შემდეგ, მაშველებმა ნანგრევებიდან 12 წლის ბიჭის ცოცხლად ამოყვანა შეძლეს.
რამაზან იუცელი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 35 ათას ადამიანს გადააჭარბა.