ბათუმში 42 წლის ქალი მშობიარობის დროს გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ახალშობილი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
გარდაცვლილი ქალის ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული და ექსპერტიზა უტარდება.
არსებული ინფორმაციით, ქალს სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.