საქართველოს მთავრობამ თურქეთში ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა

საქართველოს მთავრობამ თურქეთში ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა. პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის მიზნით, 1 მლნ ლარი მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო.

ჰუმანიტარული დახმარების მობილიზება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყო. 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი პირველადი სამედიცინო დახმარების საგნებს, მედიკამენტებს, სამედიცინო აღჭურვილობას, ჩვილის საკვებს, გადაუდებელი დახმარების პერსონალისთვის განკუთვნილ ნივთებს, უნიფორმებს, თბილ ტანსაცმელს, კარვებს, გენერატორებს, საძილე ტომრებს, მშრალ კვებას, კონსერვებსა და სხვა საგნებს მოიცავს.
ტვირთის ნაწილის მობილიზება თავდაცვის სამინისტროს, ასევე, ჯანდაცვის სამინისტროს მარაგებიდან მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები