„საუკუნის კატასტროფა“- თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რიცხვმა 21 ათასს გადააჭარბა
ძლიერი მიწისძვირს შედეგად, რომელიც გასულ ორშაბათს თურქეთსა და სირიაში მოხდა, დაღუპულთა რიცხვმა 21 ათასს გადააჭარბა. ათასობით შენობა ნანგრევებად იქცა და ათობით ათასი ადამიანი სახლ-კარის გარეშე დერჩა. სამაშველო ოპერაცია გრძელდება, მაგრამ ნანგრევების ქვეშ ცოცხალი ადამიანების პოვნის იმედი სულ უფრო იკლებს.
მაშველები ჯერ კიდევ ეძებენ გადარჩენილებს, ათობით ათასმა ადამიანმა ყინვიანი ღამეები სახელდახელოდ მოწყობილ თავშესაფარში გაატარა. თურქეთის პრეზიდენტმა, ერდოღანმა მიწისძვრას „საუკუნის კატასტროფა უწოდა“.
“მომზადება შეუძლებელი იყო”
სამშაბათს თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ასეთი დამანგრეველი მიწისძვრისთვის მომზადება შეუძლებელი იყო.
ზოგი თვლის, რომ თურქეთის ხელისუფლებამ რეაგირება ძალიან ნელა მოახდინა და რომ მომზადება შესაძლებელი იყო. პრეზიდენტმა „რამდენიმე პრობლემა“ აღაირა, მაგრამ ახლა ის თვლის, რომ ვითარება კონტროლს ექვემდებარება.
ქვეყანაში ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ქემალ კილიჩდაროღლუ მას არ ეთანხმება.
„თუკი ვინმე არის ამაზე პასუხისმგებელი, ეს ერდოღანია“, – თვლის ქემალი.
თავის მხრივ, ერდოღანმა განაცხადა, რომ ამჟამინდელ ვითარებას სჭირდება ერთობა და არა ერთმანეთისკენ თითის გაშვერა.
„ასეთ ვითარებაში მე ვერ დავუშვებ, რომ ვიღაცამ თავისი პოლიტიკური ინტერესების გამო, ნეგატივით სახელი გაითქვას“,- განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
ვითარება სირიაში
თურქეთის მეზობელ სირიაში ვითარება ძალიან მძიმეა. სირიის ჩრდილოეთით რჩება ერთი ანკლავი, რომელსაც აკონტროლებს არა ბაშარ ასადის რეჟიმი, არამედ ამბოხებულები. მრავალწლიანი ომის შედეგად დაზარალებული ახლა ის მიწისძვრის შედეგადაც დაზიანდა. იქ, უკანასკნელი ცნობებით, 1500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
ხუთშაბათს იქამდე პირველად მივიდა გაეროს კოლონა ჰუმანიტარული დახმარებით. როგორც ცნობილია, ექვსმა სატვირთომ იდლიბში მდებარე ბაბ-ელ-ჰაავის საკონტროლო-გამშვები პუნქტი გაიარა. ოთხი დღე დახმარების ადგილამდე მიტანა შეუძლებელი ხდებოდა დანგრეული გზებისა და ლოჯისტიკური პრობლემების გამო.
მაშველები იტყობინებიან, რომ იქ, დაახლოებით, 1900 ადამიანი დაიღუპა, ასობით ოჯახი აღმოჩნდა ნანგრევების ქვეშ. მიწისძვრამდე ადგილობრივები, ძირითადად, ქალები და ბავშვები, ჰუმანიტარულ დახმარებაზე იყვნენ დამოკიდებულები, მაგრამ ბუნებრივმა კატასტროფამ ისინი სიკვდილის პირას მიიყვანა.