ჩილეში ტყის მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან, არიან დაღუპულები – საფრთხე მსოფლიოში ყველაზე პატარა ირმებსაც ემუქრება (ვიდეო)

ჩილეში ტყის მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან, რომელმაც უკვე გაანადგურა ასობით სახლი და მსოფლიოში ყველაზე პატარა ირმებს შეექმნა საფრთხე.

Reuters-ის ცნობით, ხანძარს უკვე 24 ადამიანი შეეწირა.

8 თებერვალს კი, ცეცხლი ახალ რაიონებს მოედო.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარმა 300 000 ჰექტარზე მეტი ტყის მასივი მოიცვა. ხელისუფლების განცხადებით, დაახლოებით 2180 ადამიანი დაშავდა და 1180 სახლი განადგურდა.

„მოვუწოდებთ ყველას, ვისაც შეუძლია, იზრუნოს ტყეებზე ისევე, როგორც ჩვენს ცხოველებზე, სიცოცხლისუნარიანობის მაგალითებზე“, – თქვა ჩილეს ველური ბუნების სარეაბილიტაციო ცენტრის მენეჯერმა, ვალენტინა არავენამ.

სარეაბილიტაციო ცენტრში ვეტერინარები ხანძრის შედეგად დაზარალებულ ცხოველებს მკურნალობენ, მათ შორის, მსოფლიოში ყველაზე პატარა ირმებს. ექსპერტები ამბობენ, რომ ისინი მნიშვნელოვანი სახეობებია, რომლებიც ხელს უწყობენ თესლის გაფანტვას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები