ბათუმში, რურუას ქუჩაზე აფთიაქის დაყაჩაღების ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა.
“კვირას” ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.
შემთხვევა 7 თებერვალს, გვიან ღამით მოხდა.
შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.