ვიქტორ ყიფიანი: „კრედიტ სუისმა“ შექმნა მოლოდინი, რომ დავის მორიგებით დასრულების განწყობა იყო – ეს იყო მორიგების მცდელობის ილუზია

სანამ ბერმუდაზე აპელაცია შედგებოდა, ბანკმა გაააქტიურა კომუნიკაცია, შექმნა მოლოდინი, რომ დავის მორიგებით დასრულების განწყობა იყო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ადვოკატმა, ვიქტორ ყიფიანმა „კრედიტ სუისსა“ და ბიძინა ივანიშვილს შორის მიმდინარე დავის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულმა ბანკმა მორიგების მცდელობის ილუზია შექმნა და დრო მოიგო.

„ომის დროსაც მხარეებს შორის არის კომუნიკაცია სხვადასხვა საკითხზე. კომუნიკაცია ბანკთან სხვადასხვა ეტაპზე არსებობდა და მოლაპარაკებების ეს ფაქტი ერთ-ერთია იმ დიდ ჯაჭვში, რომელიც ამ არაკეთილსინდისიერებას აჩვენებს.

სანამ ბერმუდაზე აპელაცია შედგებოდა, ბანკმა გაააქტიურა კომუნიკაცია, შექმნა მოლოდინი, რომ დავის მორიგებით დასრულების განწყობა იყო. პრაქტიკულად მან ამით დრო მოიგო სწორედ იმისთვის, რომ აკრძალული ილეთები განავითარა, დახვეწა და უკვე აპელაციის დროს ჩვენ თვალწინ წარმოაჩინა. ჩვენ დავასკვენით და ერთ წერილში ვთქვით, რომ ეს იყო მორიგების მცდელობის მხოლოდ ილუზია. ეს ილუზია პრაქტიკულად დასრულდა იმ ვითარებით, რაც ჩვენ ბერმუდაზე ვიხილეთ“, – განაცხადა ყიფიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები