ფონიჭალაში სკოლის მოსწავლეებს შორის დაპირისპირება დაჭრით დასრულდა

ფონიჭალაში ცივი იარაღით სკოლის მოსწავლე დაჭრეს. “კვირას” ინფორმაციით, შემთხვევა ქუჩაში, პირადი უთანხმოების ნიადაგზე, გუშინ მოხდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

უწყების ცნობით, მომხდარზე დაკავებულია 1 პირი, რომელიც ასევე არასრულწლოვანია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები