“ქართული სამაშველო ავტოკოლონა სტიქიის ზონას უახლოვდება”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორი, ქეთი კოვზიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ბიჭები უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვით გადაადგილდებიან. ჩვენი ბიჭები სამუშაო პროცესში უკვე მალე ჩაერთვებიან. მშვიდობიანი გზა”, – წერს კოვზიაშვილი.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით,
თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო, სამაშველო ღონისძიებებში ჩართვის მიზნით, თურქეთში მაშველები გაემგზავრნენ, ასევე, გაიგზავნა შესაბამისი ტექნიკა.