თურქეთის სამხრეთით, ქალაქ ისკენდერუნის პორტში ძლიერი ხანძარია, კონტეინერები იწვის.
თურქული ტელეარხის – NTV-ის ცნობით, ხანძარი მიწისძვრის შემდეგ გაჩნდა და მისი მასშტაბები მნიშვნელოვნად გაიზარდა.
მედიის ინფორმაციით, ცეცხლის გავრცელების ფართობი შესაძლოა, რამდენიმე ასეულ მეტრს შეადგენდეს.
ადგილზე პერიოდულად აფეთქებების ხმაც ისმის.
ცეცხლის კონტროლზე აყვანა, ჯერჯერობით, ვერ ხერხდება.