კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლამისყანაში ადამიანის ქვედა კიდურები იპოვეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ერთ-ერთი თანასოფლელი სავარაუდოდ გარეულმა ცხოველმა შეჭამა.
“გარეული ცხოველისგან არის სავარაუდოდ დაგლეჯილი და შეჭმული. თავის სახლთან ახლოს იპოვეს”, – ამბობს ლამისყანის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი, გიორგი ჭიხინაშვილი.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.