ლავროვმა და რუბიომ საერთაშორისო დღის წესრიგი და რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები განიხილეს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ სატელეფონო საუბარი გამართეს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მხარეებმა მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს.
„საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა შეაჯამეს შენიშვნები საერთაშორისო ურთიერთობებსა და რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებში არსებულ ვითარებაზე და ასევე განიხილეს ორმხრივი კონტაქტების გრაფიკი“, – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, საუბარი კონსტრუქციული და საქმიანი ხასიათის იყო.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ვლადიმერ პუტინმა თავის ამერიკელ კოლეგასთან, დონალდ ტრამპთან 90-წუთიანი სატელეფონო საუბარი გამართა. რუსეთის ლიდერმა მას 9 მაისისთვის ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების მზადყოფნის შესახებ აცნობა.