პროკურატურამ აბაშის მუნიციპალიტეტში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

უწყების ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 30 აპრილს, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ „მარანჭალაში“ ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შემდეგაც ბრალდებულმა სანადირო თოფიდან გასროლით დაზარალებულს სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა.

„დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა“, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები