თორნიკე რიჟვაძე სენატორ მენი პაკიაოს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, ფილიპინების რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, სენატორ მენი პაკიაოს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს. გამოითქვა არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა ტურიზმისა და სპორტის მიმართულებით.

ფილიპინელი პოლიტიკოსი, მენი პაკიაო ყველა დროის საუკეთესო მოკრივედაა მიჩნეული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები