სამტრედიაში მრავალსართულიანი კორპუსის სახურავიდან კაცი გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, 45 წლამდე კაცი ადგილობრივია და სახურავზე გამაგრებით სამუშაოებს ასრულებდა.
როგორც ირკვევა, ის იმ კომპანიას ჰყავდა დაქირავებული, რომელიც ამტრედიაში სტიქიის შედეგად დაზიანებული სახურავების რეაბილიტაციას ასრულება.
ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.