ახალციხეში „საქართველოს ბანკის“ ფილიალი დააზიანეს
ახალციხეში „საქართველოს ბანკის“ ფილიალი დააზიანეს.
არსებული ინფორმაციით, დამსხვრეულია შენობაში შესასვლელი კარის მინები.
„ვანდალიზმის ფაქტი მოხდა, დაკავებულია ერთი პირი“, – განუცხადეს „კვირას“ „საქართველოს ბანკის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 151-ე მუხლით დაიწყო.