„ხშირად ნახატის თემას სიზმარში ვხედავ“ – ფაქიზი, სათუთი, ილუზორული სამყარო ხელოვანისა, რომლის ოჯახშიც ყველა ხატავდა

მხატვრების ოჯახში დაიბადა. 56-ე საშუალო სკოლა და თეატრალური ინსტიტუის სცენოგრაფიის ფაკულტეტი დაამთავრ.
თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ  ცხოვრობდ მოსკოვში, სადაც „ლენკომის” თეატრში, რეჟისორ მარკ ზახაროვთან გააფორმსპეტაკლი.
ამბობს, რომ ყველა ნახატი საკმაოდ შრომატევადია, რთული ტექნიკითაც არის შესრულებული. ზოგ ნახატის ხატვას რამდენიმე თვეს ანდომებს, ზოგი კი შეიძლება ერთი წელიც ხატოს.
მისი ნახატების უმეტესობა კერძო კოლექციებშია: საქართველოში და საზღვარგარეთ. ამბობს, რომ მისი პროფესიაც და ჰობიც ხატვაა, – მაკა თოფურიძის პერსონა.

 

  მხატვრების ოჯახში დაიბადეთ.  მშობლები… როგორ დაიწყეთ ხატვა? რა დაგამახსოვრდათ ბავშვბიდან?
– ადრეული ასაკიდან მახსოვს ჩემი თავი. სიყვარულით და ფერებით სავსე ოჯახში გავიზარდე. ყველა ხატავდა. ბებია – მარგარიტა  სარალიძე და ბაბუა – გამოჩენილი მოქანდაკე ვალენტინ თოფურიძე დიდ ყურადღებას მითმობდნენ.
დედა – ნელი კილასონია მხატვარია, მამა – არჩილ თოფურიძე მოქანდაკე იყო, საქართველოს დამსახურებული მხატვარი. მამა მიყვებოდა ზღაპრებს და უამრავ საინტერესო ისტორიას. ჩვენს სახლში ხშირად იკრიბებოდნენ ჩვენი საზოგადოების საუკეთესო წარმომადგენლები: მხატვრები, მუსიკოსები, მწერლები. ვისმენდი სიმღერებს,ლექსებს, ფილოსოფიურ საუბრებს და ვხატავდი ამ შთაბეჭდილებებს.

„ბროწეულების ბაღი“

– სკოლის შემდეგ თეატრალური ინსტიტუტის სცენოგრაფიის ფაკულტეტი დაამთავრეთ. შემდეგ   ცხოვრობდით მოსკოვში…
– ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ვცხოვრობდი მოსკოვში. „ლენკომის თეატრში“, მარკ ზახაროვის დავალებით, კოსტიუმების და სცენის ესკიზები  გავაფორმე სპექტაკლისთვის – “Село Степанчеково”.
ბევრს ვხატავ და ერთ ნახატს ბევრ დროს ვანდომებ. სათაურები თვითონ მოდის ჩემთან და ბავშვობას მაგონებს, როდესაც ყველა ცოცხალი იყო და ჩემი ბავშვობის ეზოში ბროწეულები ყვაოდა…
– „დეკემბრის თაიგული“, „ავაზა“, „ხარება“, „შემოდგომის მზე“, „დღესასწაული“, „შემოდგომის ყვავილები“, „მინდვრის ყვავილები“, „დედოფლის ბაღი“… მართლაც, მისტიკური სილამაზეა…
– დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის. ყველა ნახატი საკმაოდ შრომატევადია. რთული ტექნიკაც არის. ზოგ ნახატს რამდენიმე თვეს ვხატავ,ზოგი კი შეიძლება ერთი წელიც ვხატო. ხანდახან ვაჩერებ ერთ ნახატზე მუშაობას, სხვაზე გადავდივარ და მერე ვუბრუნდები და ვასრულებ…
„დედოფალი ჩიტით“ – ამ ნახატზე ვიღაცას წაუწერია, რომ ეს თამარ მეფეა, რომელსაც მტრედმა ბრძოლის ველიდან ამბავი მოუტანაო… როგორ შეიქმნა ეს სურათი?
– ეს, ზოგადად, ადამიანის ცხოვრებისეული მოლოდინია; მოლოდინი ბედნიერების, სიმშვიდის. ეს ყოველივე სათუთია, ფაქიზი და ილუზორული. ხშირად მოლოდინი მოლოდინად რჩება, მაგრამ რა ბედნიერებაა ამის  განცდა…
–  თქვენი შემოქმედება ფანტაზიის  და ფერების ჰარმონიაა…
– შთაგონება თითქმის ყოველთვის მაქვს. შეიძლება საინტერესო ტიპაჟი ვნახო ქუჩაში, ლამაზი პეიზაჟი ან წაკითხული წიგნის შთაგონებით შევქმნა ნახატი. როგორც იძახდა გენიალური პოეტი ანა ახმატოვა:  „Когда б вы знали, из какого сора Растут стихи“… იგივეა ნებისმიერი ნაწარმოები, ნახატი, მთელი სამყარო. ხშირად ნახატის თემა სიზმრის სახით მომევლინება ხოლმე…
–  გვერდზე – Art by Maka Topuridze მნახველებს მოსწონთ თქვენი ნამუშევრები, აქ ლიტერატურული პერსონაჟებიცაა: „შაჰ-ნამე“, „ხმელი წიფელი“, „ოსტატი და მარგარიტა“… კიდევ ხომ არ აპირებთ დამატებას?
– ასეთი ჩანაფიქრი მაქვს – ქართველი მეფეების პორტრეტების შექმნა, ბევრი იდეა დამიგროვდა, იმედია, მოვასწრებ  მათ შესრულებას. ბევრი შეკვეთის გამო ცოტა დრო მრჩება ახალი ნახატებისთვის.

„შაჰ-ნამე“

–  მანანა ლონდარიძე – ისაკაძის „ზღაპრები” გააფორმეთ. წიგნების გაფორმებაც მოგწონთ…
– ეს დიდი ხნის წინ იყო. ძალიან საინტერესო და ნიჭიერი ავტორია. თუ შემოთავაზება იქნება და თუ დამაინტერესა, სიამოვნებით ვიმუშავებ ახალ პროექტებზე.
– ჰობი…
– ჩემი პროფესიაც და ჰობიც ხატვაა. მიყვარს კითხვა, სამწუხაროდ, საამისოდ ცოტა დრო მრჩება.

„შეხვედრა“

მყავს შვილი – ნატალია ვარაზი. ჩემი ოჯახი – დედა, შვილი, დისშვილი, დის შვილიშვილები ძალიან მიყვარს. მეხმარებიან და ჩემი მთავარი ბედნიერება და სიხარულები არიან. ბევრი გეგმა მაქვს, იმედია, ყველას განხორციელებას შევძლებ.
–   ნახატების უმეტესობა კერძო კოლექციებშია:  საქართველოსა და საზღვარგარეთ... გამოფენები, სამომავლო გეგმები…
– რამდენიმე ჯგუფური გამოფენა მქონდა. ახლაც ვაპირებ გამართვას. მიძნელდება ნამუშევრების შეგროვება. ძალიან ხშირად არც ვიცი ვის აქვს ჩემი ნამუშევარი, იმიტომ რომ გალერეიდან იყიდება.

„შემოდგომის მზე“

     .

                                                                                                                       თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები