ვლადიმერ პუტინი მზადაა, გიორგი მარგველაშვილს შეხვდეს

  ვლადიმერ პუტინი მზადაა, სურვილის შემთხვევაში, გიორგი მარგველაშვილს შეხვდეს, – ამის შესახებ განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა დღეს სოჭის მედიაცენტრში გააკეთა. რუსეთის პირველი პირი ოლიმპიადაში ქართველი სპორტსმენების მონაწილეობას ქართულ- რუსული ურთიერთობების დარეგულირების საკითხში წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს.
„არ გინდათ ცარიელ ადგილზე რაიმეს მოგონება, ძალიან გაგვიხარდა, რომ საქართველოს ნაკრები ჩამოვიდა. უფრო მეტიც, მე მგონია, რომ ეს ძალიან კარგი ნიშანია. ეს ზუსტად ის შემთხვევაა, როცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოლიმპიური თამაშები ხელს უწყობს იმ ურთიერთობების დარეგულირებას, სადაც ეს, ერთი შეხედვით, შეუძლებელი, ან ძალიან რთული ჩანდა. თქვენ იცით, რომ რეგულარული რეისები დაინიშნა თბილისი – სოჭის მიმართულებით. მივიღეთ გადაწყვეტილება იმაზეც, რომ ეს პრაქტიკა შენარჩუნდება ოლიმპიადის შემდეგაც, ამიტომაც ვფიქრობ, რომ ეს უკვე არის ოლიმპიური თამაშების დიდი პლიუსი. ოლიმპიადა საქართველოსთან ურთიერთობის დარეგულირებაში გვეხმარება. ჩვენ გახარებული ვართ და ქართველ სპორტსმენებს წარმატებებს ვუსურვებთ. ქართველი სპორტსმენები ყოველთვის კარგად წარმოაჩენენ თავს, განსაკუთრებით კი ჩემს საყვარელ სპორტში – ძიუდოში. საქართველოს ნაკრები მსოფლიო ლიდერებს შორისაა. იმედი გვაქვს, აქაც კარგად გამოავლენენ შესაძლებლობებს და წარმატებით იასპარეზებენ. მე მზად ვარ, თუ სურვილს გამოთქვამს, შევხვდე საქართველოს პრეზიდენტს“,- განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები