სამტრედიაში საჯარო სკოლების მშენებლობა რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საქართველოს მთავრობამ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მიიღო გადაწყვეტილება 2022-2026 წლებში, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად მასშტაბური ღონისძიებები დაიწყოს.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, პრემიერის გადაწყვეტილებით ქვეყნის მასშტაბით 800-მდე სკოლას მოუწესრიგდება ინფრასტრუქტურა და აშენდება 80-მდე სკოლა.
მათივე ინფორმაციით, სამტრედიაში ამ მხრივ აქტიური პროცესები უკვე დაიწყო. სხვადასხვა სახელმწიფო უწყების დაფინანსებით და ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით სამუშაოები გეგმის ფარგლებში ხორციელდება.
მუნიციპალური განვითარების ფონდის ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება მე-12 საჯარო სკოლაში, მე-4 და ნაბაკევის საჯარო სკოლების მშენებლობა. სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს ჩხენიშისა და მე-2 საჯარო სკოლის შერწყმულ სკოლაში.
დღეს მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე მაჟორიტარ დეპუტატთან, გივი ჭიჭინაძესთან და ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან, ამირან თევდორაძესთან ერთად რამდენიმე ობიექტზე იმყოფებოდა.
თითქმის დასრულების ფაზაშია იანეთში 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა. ამჟამად მიმდინარეობს შიდა სარემონტო სამუშაოები. პროექტი
საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და ყველა თანამედროვე სტანდარტს უპასუხებს, კეთილმოეწყობა ეზო, სადაც განთავსდება ატრაქციონები და სათამაშო მოედანი.
„სამტრედიის მუნიციპალიტეტში 2022 წელს, მოსახლეობის მოთხოვნების გათვალისწინებით და მათ საჭიროებებზე მორგებული სამასამდე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. გარდამავალ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ამჟამადაც აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები.
ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით როგორ ყველა მიმართულებით, ასევე მასშტაბური სარეაბილიტაციო პროექტები გვაქვს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მხრივ. პროექტები გეგმა-გრაფიკის დაცვით მიმდინარეობს“, – განაცხადა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ.