წალენჯიხაში, სოფელ ნაკიფუში ხანძარი ლიკვიდირებულია
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკიფუში ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს.
როგორც ცნობილია, ცეცხლი საკოკაიოს უბანში არსებულ ჩაის პლანტაციას გაუჩნდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.