ხანძარი წალენჯიხაში – ნაკიფუში ჩაის პლანტაცია იწვის
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკიფუში ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი საკოკაიოს უბანში არსებულ ჩაის პლანტაციას უკიდია.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება.
ამ ეტაპზე უცნობია, რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი.
ფოტოებს სოციალურ ქსელში წალენჯიხის მერის მოადგილე, თამარ ბელქანია ავრცელებს.