სააპელაციოს მოსამართლე ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავიდა

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავიდა, თუმცა როდის გამოცხადდება გადაწყვეტილება, ამ ეტაპზე, უცნობია.

ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა, მამუკა ხაზარაძემ დღევანდელ დასკვნით სხდომაზე განაცხადა, რომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს სასამართლომ, ბრძოლა საერთაშორისო ასპარეზზე მაინც გაგრძელდება.

„სამწუხაროდ, ეს საქმე არ იწარმოება მარტო ჩემი, ბადრი ჯაფარიძისა და ავთო წერეთლის წინააღმდეგ. ეს საქმე არის პრეცედენტული და ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეს. ჩვენ, უკვე 4 წელია დაგვატარებს პროკურატურა სასამართლოში, სხვადასხვა ინსტანციაში ძალიან მარტივი ტრანზაქციის გამო”,-განაცხადა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებულები – მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თუმცა, მოსამართლემ სამივე მათგანს მუხლის კვალიფიკაცია შეუცვალა და ისინი ჯგუფურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ და თითოეულ მათგანს 7 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, მაგრამ მუხლის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები