ხანძარი ქუთაისში – ცეცხლი საცხოვრებელ კორპუსში გაჩნდა
ქუთაისში, არაყიშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი იყო. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ერთოთახიან ბინაში გაჩნდა.
“კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განუცხადეს, რომ ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველოსა და პოლიციის ეკიპაჟები.