ვიქტორ ორბანი: ბუდაპეშტში პრაიდის ორგანიზებას სამართლებრივი შედეგები მოჰყვება, პოლიციას შეუძლია დაშლა, თუმცა უნგრეთი ცივილიზებული ქვეყანაა, ერთმანეთს ზიანს არ ვაყენებთ
,,ბუდაპეშტში პრაიდის ორგანიზებას, სამართლებრივი შედეგები მოჰყვება, პოლიციას შეუძლია დაშლა, თუმცა უნგრეთი ცივილიზებული ქვეყანაა, ერთმანეთს ზიანს არ ვაყენებთ”,- ამის შესახებ,
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს.
მისივე თქმით, კანონის არდაცვის შემთხვევაში, სამართლებრივი შედეგები ყველამ უნდა გაითვალისწინოს.
„ჩვენ ზრდასრულები ვართ და ვურჩევ, ყველამ გადაწყვიტოს, რა სურთ. დაიცავით კანონი, ეს არის ის, რასაც მე ვაკეთებ და ეს არის ის, რასაც მე მათაც ვურჩევ. თუ არ დაიცავთ, მაშინ უნდა გაითვალისწინოთ წერილობითი, მკაფიო სამართლებრივი შედეგები.
რა თქმა უნდა, პოლიციას შეუძლია ასეთი ღონისძიებების დაშლა, რადგან ამის გაკეთების უფლება აქვთ. თუმცა, ბოლოს და ბოლოს უნგრეთი ცივილიზებული ქვეყანაა, ეს სამოქალაქო საზოგადოება. ჩვეულებრივ ჩვენ ერთმანეთს ზიანს არ ვაყენებთ. ხელისუფლება ამ მიზნისთვის არ არსებობს“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
ცნობისთვის, ბუდაპეშტში პრაიდის მსვლელობა 28 ივნისს არის დაგეგმილი.