“თავის სახლიდან ესროლა ბიჭებს” – საგარეჯოში სროლისას დაჭრილის დედა დეტალებს იხსენებს

საგარეჯოში შეიარაღებული თავდასხმის ერთ-ერთი თვითმხილველი მომხდარის დეტალებს იხსენებს.

როგორც ქალი ჰყვება, ახალგაზრდა ბიჭები ეზოში იყვნენ, როცა თავდამსხმელმა ცეცხლი გახსნა.

“ჩემი შვილი დაბლა მეგობრებთან ერთად იყო, და ამოვიდა სახლში, დაემშვიდობა და იმათ ესროლა მაღლიდან, თავის სახლიდან ესროლა ბიჭებს, ორი ბიჭი დაიღუპა, რომ დაინახა ჩემმა შვილმა დავარდნენ, ისევ უკან დაბრუნდა, დაბლა ჩასული მისახმარებლად რომ მივიდა, ბიჭო ვინა ხარ რომ ხოცავო ასე ვუთხარი დედაო და მეც დამაყარაო, ვინც მოსდევდა გვერდით ჩემ ბექას ის მოკლა, ჩემი ბექა კიდევ მანქანას ამოეფარა და მაგით გადავრჩიო”, – ამბობს დაჭრილის დედა.
მისივე ინფორმაციით, თავდამსხმელი ვისაც ქუჩაში გასულს დაინახავდა ყველას ესროდა.

ცნობისთვის, წუხელ გვიან ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, მათ შორის ერთის მდგომარეობა მძიმეა. არსებული ცნობით, თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ის სპეცრაზმს ბინაში უკვე გარდაცვლილი დახვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები