ბროვარში ვერტმფრენის ჩამოვარდნას, სულ მცირე 5 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის შესაძლოა ბავშვებიც იყვნენ

ბროვარში საბავშვო ბაღთან ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, შესაძლოა ბავშვებიც იყვნენ.

ამის შესახებ UNIAN-ს კიევის რეგიონის პოლიციის წარმომადგენელმა უთხრა.

“წინასწარი ინფორმაციით, ვერტმფრენი საბავშვო ბაღთან ჩამოვარდა. უკვე ვრცელდება ინფორმაცია 5 დაღუპულის შესახებ. წინასწარი ინფორმაციით, შესაძლოა დაღუპულთა შორის ბავშვებიც იყოს”, – თქვა მან.

მისივე თქმით, ადგილზე უკვე იმყოფება კიევის რეგიონის პოლიციის უფროსი, ანდრეი ნებიტოვი.

კიევის რეგიონში, ბროვარში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

ინფორმაცია ზუსტდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები