კატარის საინვესტიციო საზოგადოების აღმასრულებელ დირექტორთან მანსურ ბინ იბრაჰიმ ალ მაჰმუდთან შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს სტაბილური საბაზრო ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა პარტნიორებთან ახალი ურთიერთობების დამყარებისთვის უხვ შესაძლებლობას იძლევა.
“ნაყოფიერი საუბარი მქონდა კატარის საინვესტიციო საზოგადოების აღმასრულებელ დირექტორთან მანსურ ბინ იბრაჰიმ ალ მაჰმუდთან. განვიხილეთ საქართველოს ბიზნეს პარტნიორობის პოტენციალი და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. ჩვენი სტაბილური საბაზრო ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა პარტნიორებთან ახალი ურთიერთობების დამყარებისთვის უხვ შესაძლებლობას იძლევა”,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
Held productive talks w/ CEO of @QIA_QA Mansoor Bin Ebrahim Al-Mahmoud. Discussed 🇬🇪's potential as business partner & perspectives of future cooperation. Our stable market economy & infrastructure unleash opportunities for launching new partnerships. pic.twitter.com/ZH5x2uYcry
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) January 17, 2023