გორში გურამიშვილის ქუჩაზე საფეხმავლოს რეაბილიტაცია უტარდება

გორში გურამიშვილის ქუჩაზე საფეხმავლოს რეაბილიტაცია დაიწყო.

პროექტის მიხედვით, სამუშაოები ქუჩის აღმოსავლეთით არსებულ ტროტუარზე (ჭავჭავაძის გამზირიდან 26 მაისის სანაპირომდე) ჩატარდება.

რეაბილიტაცია საფეხმავლოს ამ მონაკვეთზე ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით დაიგეგმა. ამ ქუჩაზე მცხოვრებმა მოქალაქეებმა ანტისანიტარიის გამო მერიას რამდენჯერმე მიმართეს და პროექტი მათი მოთხოვნის შესაბამისად ხორციელდება.

საფეხმავლოზე მოეწყობა ბეტონის დეკორატიული ფერადი ფილები, ბაზალტის ბორდიურები, სანიაღვრეებზე ცხაურები, მოაჯირები და სარდაფებში ჩასასვლელების გადახურვა.

სარეაბილიტაციო მონაკვეთის ფართობი 1 600 კვადრატული მეტრი, სიგრძე კი 435 მეტრია.
პროექტის ღირებულება 378 000 ლარია.

აღსანიშნავია, რომ საფეხმავლოს ამ მონაკვეთს წლების განმავლობაში რეაბილიტაცია არ ჩატარებია და გარევაჭრობის შედეგად, ტროტუარი დაზიანებული და დანაგვიანებული იყო, ასევე უსახური დახლები მოქალაქეებს გადაადგილებას უზღუდავდა.

გარემოვაჭრეებს, ვინც ამ ტერიტორიაზე ეწეოდა საქმიანობას, გორში არსებულ ბაზრებზე ერთი წლის განმავლობაში შესაძლებლობა ექნებათ შეღავათებით ისარგებლონ და ივაჭრონ სიმბოლურ ფასად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები