„მუდამ შინაგან ხმას ვუსმენ, რასაც მთხოვს, იმას ვხატავ“ – პროფესიად ქცეული ჰობი, დაბადების დღეზე მეუღლის ძვირფასი საჩუქრით შეცვლილი ცხოვრება და… დედის პორტრეტი

დაიბად ხაური,  8 კლასის ვლი  ზუგდიდ ფრიადებზე  სწავლობდ, ხატვა  ბავვობის ჰობად ჰქონდა.
ერ დღესაც დედანამრომლის ვილ, რომელიც ზუგდიდის სამხატვრო სტუდია მუშაობდა, მისი ნახატები მოეწონა და დაინებული ხოვნი მიიყვანეს სტუდიაი, სადაც  პირდაპირ მეორე კურსზე ჩარიცხეს. იქ 2 წელი სწავლობდა….
პროფესიის არევაი ოჯახმა მაინც ავისი წვლილი ეიტანა: მიიღო ტექნიკური განალება, დაამავრტექნიკური უნივერსიტეტი,  ავტომატიკისა და ტელემექანიკის განხრით.
ხატვასთან ქმის 30 წელი აარ ქონია ეხება, უმცა სხვადასხვა დროს  მუაობდ გრაფიკული დიზაინის განხრი.  
პანდემიის დროს უმუევარი დავრჩი, მეულემ დაბადების დეზე ეუფასებელი საუქარი მომართვა, მაუქა ხატვისვის აუცილებელი ნივები.  აქედან იწყება ემი ცხოვრების ყველაზე ლამაზი და ბედნიერი ეპოქა. ხატვის გარეე ვეარ წარმომიდგენია ემი ცხოვრება. – თვითნასწავლი მხატვრის, ნინი გრიგალაშვილის პერსონა.

– დავიბადე ხაშურში, ქვიშხეთში ვცხოვრობდით. მამა ქვიშხეთის სატყეო მეურნეობის უფროსი გახლდათ.  3 წლის ვიყავი, რომ საცხოვრებლად ზუგდიდში გადავედით. ხატვას უკავშირდება ადრიანი ბავშვობის წლები. პირველად ზუგდიდის თეატრის მხატვარმა შეამჩნია Ჩემი ნიჭი. ჩემი მსახიობი დეიდა მისი კოლეგა იყო.  გართობაც და თამაშიც მხოლოდ ხატვას უკავშირდებოდა. შემეძლო საათობით მეხატა. უფრო მეტად ადამიანების ხატვა მიყვარდა.
– სკოლაში ზუგდიდში  სწავლობდით… ხატვის ნიჭი სკოლაში უკვე გქონდათ და მაინც, ტექნიკური უნივერსიტეტი დაამთავრეთ… როგორ გენატრებოდათ მაშინ ხატვა?
– სკოლაᲨი ფრიადზე ვსწავლობდი, მიყვარდა მათემატიკა, ფიზიკა, ლიტერატურა. სტუმრად მოსულმა დედას ახლობელმა მოიწონა Ჩემი ნახატები და სამხატვრო სტუდიაᲨი თითქმის ძალით მოაყვანინა Ჩემი თავი, სტუდიაᲨი მეორე კურსზე დამსვეს. Ძალიან კარგი მოგონებები მაქვს სტუდიასთან დაკავშირებით, ვსწავლობდით: გრაფიკას, ფერწერას, ძერწვას. ვუსმენდით კლასიკურ მუსიკას, ვეუფლებოდით აკვარელში ხატვას. შემდეგ უკვე პროფესიის არჩევის დრო დადგა და, ოჯახის რჩევით,  ტექნიკურ  განათლებაზე შევაჩერე არჩევანი.
ვერ ვიტყვი,  რომ მშობლებს დიდი ბრძოლა დასჭირდათ, რათა ხატვისთვის თავი დამენებებინა.  ითქვა, რომ არ იყო პერსპექტიული პროფესია იმ დროის საქართველოში – ხატვა ხომ ისედაც შეგიძლია და, როგორც ჰობი, გააგრძელეო, თუმცა, მე რაღაცნაირად, გულის სიღრმეᲨი, უსიამოვნო გრძნობა მაინც დამრჩა და ნოსტალგია მომეძალა.
– ხატვასთან  თითქმის 30 წელი არ გქონიათ Შეხება, თუმცა სხვადასხვა დროს  გრაფიკული დიზაინის განხრით მუშაობდით…  დაბოლოს, პანდემიის დროს ისევ დაუბრუნდით ხატვას…
– დავამთავრე ტექნიკური უნივერსიტეტის ავტომატიკისა და ტელემექანიკის ფაკულტეტი, შემეძლო პროგრამირების მიმართულებით განვითარებაც, თუმცა გრაფიკული დიზაინი უფრო მიზიდავდა, თითქოს რაღაცნაირად უახლოვდებოდა ხატვას, „მაუსითაც“ დამიხატავს, როცა შეკვეთისთვის სასურველი ფოტო ვერ მომიძიებია. ერთი – ორჯერ მაგ წლებში დედაჩემის და ჩემი დაქალის პორტრეტიც დავხატე,
– რას ხატავდით პანდემიის დროს?
–  როდესაც ოჯახი შევქმენი და შვილები მეყოლა, სულ უფრო ნაკლები დრო მრჩებოდა Ჩემი ჰობისთვის, თუმცა  გულის სიღრმეში ვგრძნობდი, რომ ხატვის დრო დადგებოდა. სამსახური, სადაც ვმუშაობდი (სამორინე „რედისონში“ სალაროს ცვლის მენეჯერი ვიყავი), პანდემიის გამო დაიკეტა,  თავისუფალი დროც გამოჩნდა.
მეუღლემ, რა თქმა უნდა, იცოდა Ჩემი ოცნების შესახებ და 2021 წლის ზამთარში, Ჩემი დაბადების დღეზე Შემაიარაღა ხატვისთვის საჭირო ყველა ნივთით, მანამდე, თუკი რამეს ოდნავ სწორი ან გლუვი ზედაპირი ჰქონდა, რემონტისგან მორჩენილი საღებავით  მივხატ-მოვხატე:  თეფᲨი, ბოთლი, ხის დაფები, ძველი სკამები.
ამდენი წლის პაუზის შემდეგ პირველი პორტრეტი Ჩემი ქალიშვილის ფოტოს მიხედვით შეიქმნა, შემდეგ – ჩემი ბიჭის ბავშვობის ფოტო მოჰყვა და მერე გადავედი ნაცნობ – მეგობრების ხატვაზე.
პირველი განცდა იყო გაოცება, რომ ხელს და ტვინს ყველაფერი ახსოვდა და უნარები არ ავიწყდება ადამიანს, გახსენება რთული როდი აღმოჩნდა. თავისუფლების განცდა მომიტანა და ბედნიერება ვიგრძენი, ყველა ნახატს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ემოცია მოაქვს, ერთი მახასიათებლით ვერ გადმოვცემ. ვხატავდი სხვადასხვა რამეს, მათ შორის – პეიზაჟებსაც, განწყობას და შინაგან ხმას ვუსმენ, რასაც მთხოვს, იმას ვხატავ.
–  ხატვის დროს თუ გჭირდებათ შთაგონება, რაიმე სტიმული?
– შთაგონება სულ მაქვს, წარმოსახვაში ერთდროულად მზად მაქვს რამდენიმე სიუჟეტი, ყველას რეალიზების დრო და საშუალება რომ მომცეს ღმერთმა, უბედნიერესი ვიქნები.
–  თქვენი ნახატებიდან გამოირჩევა პორტრეტები…
– პორტრეტების ᲨემთხვევაᲨი, ნებისმიერმა სახემ, გამომეტყველებამ, თუნდაც უბრალო გამვლელის, შეიძლება მომცეს შთაგონება. ძალიან მიყვარს ფორმის სრულყოფილება, სილამაზე ჩემთვის არის ფორმას დამატებული ის თვალით უხილავი შინაგანი განწყობა, რაც რეალურად მშვენიერებას მატებს სახეს. არ მიყვარს ხელოვნურობის უმცირესი გაელვებაც კი, რაც მას ინდივიდუალურობას უკარგავს. ღმერთზე უკეთ ჩვენს სახეს ვერავინ შექმნის.
შეიძლება მომეწონოს არასწორნაკვთებიანი სახე, თუ ის ძლიერ გრძნობას ან ემოციას გამოხატავს, ხშირად თავად ვამძაფრებ ემოციას პორტრეტში, ხაზს ვუსვამ და წინ ვწევ ძნელად შესამჩნევ ნიუანსებს. ერთი სიტყვით, თავად ვქმნი ხასიათებს.  ზოგჯერ უბრალო წარმოსახვითაც იქმნება ესა თუ ის ხასიათი.
ადამიანის სახე გამოხატავს მის შინაგან სამყაროს, პორტრეტი უნდა იკითხებოდეს, ყველა შტრიხი მეტყველია, ფერი, ტონი, Შუქი გადმოსცემს განწყობას, განვლილ გზას, იმ შინაგან პოტენციალს, რომელსაც ჯერ თავად ადამიანი ვერც აცნობიერებს ბოლომდე. ეს პროცესი წააგავს ამბის გადმოცემას, თითოეული პორტრეტი ცალკე ისტორია და მოთხრობაა.
– გადმოგეცათ საქართველოს კულტურის აკადემიის სიგელი შემოქმედებითი აქტიურობისა და წარმატებისთვის. ამბობთ, რომ ხატვის გარეშე ვეღარ წარმომიდგენია Ჩემი ცხოვრებაო… ამჟამად რაზე მუშაობთ?
– დიახ, კულტურის აკადემიის სიგელი გადმომეცა სოფელ მუხრანᲨი, ქეთევანობის დღესასწაულზე, კულტურის სახლᲨი გამართულ  გამოფენაზე. ძალიან ბედნიერი ვარ.  პანდემიიდან გადმოვსახლდით  სოფელ მუხრანში, აგარაკზე და დღესაც აქ ვცხოვრობთ.
გამოფენაზე  მუხრანის კულტურის სახლის დირექტორმა, ქალბატონმა მაია სუარიᲨვილმა, შემომთავაზა ხატვის წრის გახსნა, რადგან ბევრი მსურველი გამოჩნდა. ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვარ Ჩემი დღევანდელი საქმიანობით. ვერ წარმომედგინა, რამდენად სასიამოვნოა ბავშვებთან ამ მიმართულებით ურთიერთობა, მრავალი ნიჭიერი მოსწავლე მყავს, მეც მეტი სტიმული მაქვს განვითარებისთვის. რა თქმა უნდა, ხატვის გარეᲨე უკვე წარმოუდგენელია Ჩემი ცხოვრება, მენანება  სხვა საქმეზე დახარჯული ნებისმიერი წამი. ამჟამად ვემზადები გამოფენაᲨი მონაწილეობის მისაღებად, რომელიც თბილისში, სახვითი ხელოვნების მუზეუმში ტარდება. გაზაფხულზე ვგეგმავთ  მუხრანის კულტურის სახლში Ჩემი მოსწავლეებისა  და Ჩემი ნამუშევრების გამოფენას.
– ხატვა რომ დაიწყეთ, მეუღლემ მოგიტანათ მასალები. როგორ გიდგათ გვერდში ოჯახი?  გვიამბეთ ოჯახის წევრებზე…
– მეუღლე ძალიან მე ხმარება, ყველანაირად მხარში მიდგას, უხარია Ჩემი წარმატება, მყავს ასევე ორი Შვილი, ქალ-ვაჟი, ვაჟი სტუდენტია, გოგონა – აბიტურიენტი. მყავს აგრეთვე დედა, რომელიც ასევე დიდი გულშემატკივარია. როდესაც 50 წელს მიტანებული იწყებ ახალი საქმის კეთებას, ძალიან მნიშვნელოვანია ახლობლების მხარდაჭერა.
– ხატვა ბავშვობის ჰობი იყო… ახლა რა არის თქვენი ჰობი?
–  ხატვა იყო ჰობი, რომელიც პროფესიად იქცა. ორივე ერთად მაქვს, ღმერთმა მომცა ის იშვიათი ბედნიერება, რაც თვითგამოხატვისა და რეალიზაციის გზით  მოიპოვება. ადამიანის მთავარი მისიაც ხომ  ეგ არის, იპოვო საკუთარი თავი.
ჰობთან დაკავშირებით ვიტყვი კიდევ იმას, რომ მიყვარს კლასიკური მუსიკა, განსაკუთრებით – საფორტეპიანო, რომელსაც  ხშირად Ჩემი შვილის შესრულებით  ვუსმენ. თუმცა  ხატვას ვუთმობ მთელ ჩემს დროს.
როდესაც სახლს ვალაგებ ან ეზოᲨი ისეთი საქმის კეთება მიწევს, როდესაც სმენა და ყურადღება თავისუფალი მაქვს, ვუსმენ აუდიოწიგნებს, მიყვარს ქართველი და რუსი კლასიკოსები, ძალიან მიყვარს ლექსები, მე და Ჩემი მეუღლე ხშირად ვუკითხავთ ერთმანეთს. მაქვს საკუთარი ლექსებიც, სანამ ხატვით ასე აქტიურად დავკავდებოდი, მანამდე დავწერე რამდენიმე სიმღერა, ანუ რამდენიმე ჰობიდან, ხატვამ მთლიანად მშთანთქა ისე,  რომ სხვა არაფრის დრო და სურვილი არ დატოვა.
– როგორ შეიქმნა დედის პორტრეტი?…
– დედის პორტრეტის დაწერა მინდოდა – ახალგაზრდობის სახის და თან ფერადის. დედა 84 წლისაა, მოგეხსენებათ, 18 წლის რომ იყო, იმ დროს ფერადი ფოტოებს არ იღებდნენ, მომიწია შავ-თეთრი პაწაწინა ფოტოდან 18 წლის ლამაზი გოგონას ფერებში დახატვა. როგორც ამბობენ, ცუდი არ უნდა იყოს, წარმოსახვით დავსვი ფერები.
–  გამოფენები, სამომავლო გეგმები…
–  გეგმებზე უკვე ზემოთ  მოგახსენეთ.  არ ვაპირებ ერთ  ადგილზე გაჩერებას, სწორედ ეს მომწონს ხატვაში, რომ მუდმივად ტონუსს გმატებს და განვითარების რეჟიმში ხარ.

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები