სენაკში, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საახალწლო ღონისძიებები იმართება

დღეს, სენაკში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საახალწლო ღონისძიებები იმართება.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მოწყობილია საშობაო ქარავანი, ბაზრობები, საბავშვო გასართობი სივრცეები.
ტერიტორიაზე განთავსებულია ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. ამ წუთებში მიმდინარეობს კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით. 17:30 საათიდან კი სენაკელების წინაშე სალომე ბაკურაძე, ნოდიკო ტატიშვილი, ოთო ნემსაძე ბენდთან ერთად და ჯგუფი ANIK წარდგებიან. საახალწლო აქტივობებს სენაკში ფოიერვერკი დაასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები