ბაკურ ავსაჯანიშვილის შუამდგომლობით, ს.ს „დარიალი ენერჯიმ” ყაზბეგის სპორტის განვითარების ცენტრს, 𝟱𝟬 𝟬𝟬𝟬 ლარამდე ღირებულების სპორტული ინვენტარი გადასცა
ბაკურ ავსაჯანიშვილის შუამდგომლობით, ს.ს „დარიალი ენერჯიმ” ყაზბეგის სპორტის განვითარების ცენტრს, 𝟱𝟬 𝟬𝟬𝟬 ლარამდე ღირებულების სპორტული ინვენტარი გადასცა. ინფორმაციას ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ოლიმპიური სტანდარტის სავარჯიშო ხალიჩები, კომპანიამ, ცნობილ მწარმოებელს (𝐃𝐑𝐁)
დაუკვეთა და გერმანიაში შეიძინა.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი, მოადგილეებთან ერთად, სპორტის განვითარების ცენტრს ესტუმრა და სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის ვარჯიშს დაესწრო.
მწვრთნელებთან საუბრისას კიდევ ერთხელ აღინიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო სტანდარტის სპორტული ინვენტარი სრულფასოვანი ვარჯიშების ჩასატარებლად და არა მხოლოდ, – 2023 წლის მაისში, საქართველოს ჩემპიონატს, ჭაბუკთა შორის თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტი უმასპინძლებს.
გარდა ძალისმიერი სპორტსმენებისა, სავარჯიშო ხალიჩებს ტანმოვარჯიშეებიც გამოიყენებენ.
„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო „დარიალი ენერჯის” წარმომადგენლობას, რომელმაც ინიციატივის გაჟღერებისთანავე დაიწყო ზრუნვა სპორტული ინვენტარის შესაძენად. ხშირად მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, გავაკეთებ ყველაფერს, რაც ჩვენი მომავალი თაობის სპორტული კარიერის სრულფასოვან განვითარებას შეუწყობს ხელს, ამის დასტურია დღევანდელი დღეც. გილოცავთ, წარმატებისა და გამარჯვების გზით გევლოთ!”, – განაცხადა ბაკურ ავსაჯანიშვილმა.
თავის მხრივ, ცენტრის ხელმძღვანელმა, მწვრთნელებმა და სპორტსმენებმა მერს მუდმივად გვერდში დგომისა და სასარგებლო ინიციატივებისათვის მადლობა გადაუხადეს.