სახელმწიფო დროშის დღის აღნიშვნაში ეროვნულ ბიბლიოთეკას მცირე და საშუალო ბიზნესის გილდიათა კავშირი შეუერთდა

სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, ეროვნულ ბიბლიოთეკას მცირე და საშუალო ბიზნესის გილდიათა კავშირმა დროშები გადასცა.

როგორც კავშირის პრეზიდენტმა აღნიშნა, მათ სურთ ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ დაგეგმილ ღონისძიებაში, რაც სოფლების ბიბლიოთეკებში დროშების დარიგებას გულისხმობს, მონაწილეობა მიიღონ.

“როგორც კი გავიგეთ რომ ეროვნული ბიბლიოთეკა წელსაც აღნიშნავდა სახელმწიფო დროშის დღეს და ატარებდა გარკვეულ ღონისძიებას, გადავწყვიტეთ, შევერთებოდით და მცირე წვლილი შეგვეტანა მის ჩატარებაში”, – განაცხადა მცირე და საშუალო ბიზნესის გილდიათა კავშირის პრეზიდენტმა.

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილის, მირიან ხოსიტაშვილის განცხადებით, ეროვნული ბიბლიოთეკის მიზანია საზოგადოებამ უფრო მეტი გაიგოს საქართველოს დროშის ისტორიის შესახებ.

“ეროვნული ბიბლიოთეკა, kvira.ge, გოგა ჩანადირი, სხვა ჩვენი მეგობრები ყოველ წელს აღვნიშნავთ დროშის დღეს და სხვადასხვა ღონისძიებას ვგეგმავთ. ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახლა ვიმყოფებოდით ეროვნული ბიბლიოთეკის დროშის დარბაზში, სადაც განთავსებულია ისტორიული პორტულანები, რომლებზეც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა საუკუნეში დატანილი იყო საქართველოს აღმნიშვნელად ხუთჯვრიანი დროშა, რაც დასტურია იმისა, რომ ხუთჯვრიანი ჩვენი ისტორიული დროშაა და სიმბოლო. სწორედ ამიტომ არაერთ ღონისძიებას ვატარებთ, რათა საზოგადოებისათვის უფრო მეტი გახდეს ცნობილი ამ დროშის შესახებ”, – ამბობს მირიან ხოსიტაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები