მაჭარაშვილი – საგამოძიებო კომისიაზე: დარწმუნებული ვარ, დასკვნა იქნება ისტორიული

“სულ რამდენიმე სხდომა დარჩა და შემდეგ დაიწყება დასკვნაზე მუშაობა”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა დროებით საგამოძიებო კომისიაზე საუბრისას განაცხადა.

“დარწმუნებული ვარ, დასკვნა იქნება ისტორიული. ისტორიული იქნება იმ თვალსაზრისითაც, რომ ალბათ ნაკლები იქნება ისეთი ქვეყანა, რომელსაც ჰყავდა ისეთი ხელისუფლება და რეჟიმი, როგორიც იყო “ნაცმოძრაობა”. ამ თითქმის 5 თვის განმავლობაში, რა წამებაც, ქონებიც წართმევა, უბედურება, სიცოცხლის მოსპობა და ა.შ. საზოგადოებამ ნახა, ალბათ მძაფრსიუჟეტიან ფილმებში თუ ექნება ნანახი. დასკვნა არა მარტო მოცულობითი იქნება, არამედ დატვირთული იქნება სწორედ ასეთი ტიპის ფაქტებით, რომლის შემდგომ ეჭვი არავის შეეპარება, რომ “ნაცმოძრაობა” როგორც რეჟიმი აუცილებლად გაუქმდება”, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები