ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდა
ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის პროცესში მოქალაქეების მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველსაყოფად, წარმომადგენლებს ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება და მათთან უწყვეტი კომუნიკაცია დაავალა. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
გორის მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, მოსახლეობის მაღალი ჩართულობა გამოყოფილი თანხის საჯარო ინტერესების გათვალისწინებით ხარჯვის საშუალებას იძლევა.
მოსახლეობასთან შეხვედრების გრაფიკის შესახებ, ინფორმაცია უკვე გამოქვეყნდა უწყების საინფორმაციო არხების (gori.gov.ge, facebook.com) საშუალებით.
შეხვედრაზე ისაუბრეს ასევე, დაგეგმილ და მიმდინარე პროექტების შესახებ.
გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრებს ინტენსიურად მართავს.