ძლიერი ქარის გამო, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში ხე წაიქცა და თბილისიდან ზუგდიდის მიმართულებით მოძრავ ავტობუსს დაეცა.
შემთხვევა თბილისი-სენაკი-ზუგდიდის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მოხდა.
ავტობუსის მძღოლის თქმით, მან შენიშნა, რომ მანქანას ხე ეცემოდა და მაქსიმალურად შეანელა სიჩქარე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხე ავტობუსს შუაში დაეცემოდა.
რაც შეეხება მძღოლს, მას მსუბუქი დაზიანებები აქვს, ხოლო მგზავრები არ დაშავებულან.