გურიაში მოსახლეობის ნაწილი კვლავ დენისა და გაზის გარეშეა დარჩენილი

სტიქიის შედეგებს ებრძვიან გურიაში. რეგიონში ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის აღდგენა, მოსახლეობის ნაწილთან ამ დრომდე ვერ ხერხდება.

ძლიერმა ქარმა ათეულობით საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. დაზიანებულია, სავაჭრო ობიექტები, პოლიციის შენობა და რამდენიმე საჯარო სკოლა. მოძრაობა ნაწილობრივ ჩაიკეტა ჩოხატაურში.

ძლიერმა ქარმა 7 ოჯახის საცხოვრებელი სახლი სახურავის გარეშე დატოვა. ყველა მათგანი მერიამ დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყო.

სტიქიის გამო, გურიაში ლანჩხუთსა და ჩოხატაურში პრემიერის ინიციატივით დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებები 15 იანვრისთვის გადაიდო.

რეგიონში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების პარალელურად ზარალს ითვლიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები